8-წლიანი გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ქართველი, ამერიკელი და ევროპელი, სხვადასხვა პროფესიული გამოცდილების მქონე სამოქალაქო აქტივისტების, ექსპერტებისა და საჯარო პირების მიერ შეიქმნა და მისი მიზანი ტოლერანტობის, მოქალაქეობისა და მრავალფეროვნების საკითხებისადმი ახალი პოლიტიკისა და პრაქტიკული მიდგომის ძიება და ქართული სამოქალაქო საზოგადოების ადეკვატური განვითარების გამოწვევებთან გამკლავება იყო.
ჩართულობის და განვითარების ცენტრი ახალგაზრდებთან და უმცირესობებთან მუშაობს. ხელს უწყობს სამოქალაქო ინტეგრაციისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოწყვლადი ჯგუფების ჩართვას, ისევე, როგორც, საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას, სამოქალაქო კონსესუსის დონის ზრდის, მოწყვლად ჯგუფებში ადვოკატირების უნარების ჩამოყალიბებისა და ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის გზით. ცენტრის მუშაობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, უფლებადამცველთა დაცვაა.
პროექტები, ღონისძიებები და აქტივობები:
2016 წლიდან, CPD მართავს დროებითი რელოკაციის პროგრამას რისკის ქვეშ მყოფი უფლებადამცველებისთვის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან. 6 წლის განმავლობაში, ჩვენი რეაბილიტაციის პროგრამით, ფსიქოლოგიური და სამედიცინო სერვისით, განათლებისა და ნეთვორქინგის შესაძლებლობებით 200-ზე მეტმა უფლებადამცველმა ისარგებლა. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც საფრთხის გამო სასწრაფო რელოკაციის საჭიროების მქონე, ისე, სამუშაოს გამო გამოფიტვისა და "გადაწვის" საფრთხის ქვეშ მყოფ უფლებადამცველებს.
2017 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, CPD-მ განახორციელა უპრეცედენტო მოხალისეობრივი კამპანია #მევაკვირდები. ორგანიზაციამ 700 აპლიკანტიდან არჩევნების 300 დამკვირვებელი მოხალისე შეარჩია. შერჩეულ ადამიანებს 14 სხვადასხვა ტრენინგი ჩაუტარდათ, შემდეგ კი 205 დამკვირვებელი შეირჩა. 24 საათის განმავლობაში, ქოლ-ცენტრის 8 ოპერატორი უწყვეტად უწევდა დახმარებას დამკვირვებლებს, ეხმარებოდა მათ საარჩევნო პროცესის დარღვევების თავიდან აცილებაში და საჩივრების შედგენაში. 2018 წელს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით, პროექტის "აქტიური მოქალაქის სკოლა" ფარგლებში, СPD-მ ახალგაზრდები სხვადასხვა ტიპის არჩევნების მონიტორინგში დაატრენინგა.
"ჩართულობის და განვითარების ცენტრი" აქტიურად იბრძვის ულტრამემაჯვენე ჯგუფებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ. კამპანიის Georgia: No Place for Hate ფარგლებში, ორგანიზაცია ატარებს კვლევებს, ახორციელებს საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელ პროექტებს. ჩვენ ასევე ვთავაზობთ ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას სიძულვილის დანაშაულის მსხვერპლებსა და მათი ოჯახის წევრებს. კამპანია 2018 წელს მოკლული ჩვენი კოლეგის, ვიტალი საფაროვის ხსოვნას ეძღვნება.
CPD-მ მოამზადა და განახორციელა 6 ბანაკი ბავშვებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. ბანაკები დაფუძნებული იყო ინტერაქტიული სწავლების მეთოდებზე და მათი მთავარი მიზანი ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების საკითხების წინ წამოწევა იყო. "ჩართულობის და განვითარების ცენტრი" ხშირად მუშაობას ბავშვებთან და ახალგაზრდებთან კონფლიქტური გარემოდან. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მათ ტრავმის განკურნებაში და შევთავაზოთ სტრესთან გამკლავების გზები. მიგვაჩნია, რომ ეს ბანაკები არის ახალგაზრდა ლიდერთა ჩამოყალიბების და ახალი თაობისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების შესახებ ცნობიერების გაზრდის ეფექტიანი გზა. თითოეული ბანაკის შემდეგ, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ბანაკის მონაწილეებთან ონლაინ საკომუნიკაციო ჯგუფების მეშვეობით და ვფასილიტირებთ სამოქალაქო აქტივიზმში მათ ჩართულობას.
CPD-ს გუნდის წევრებს უფლებადამცველთათვის სხვადასხვა ტრენინგის ჩატარების დიდი გამოცდილება აქვთ, როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე. ჩვენი საქმიანობის მთავარი თემები ციფრულ და ფიზიკურ უსაფრთხოებას, ადვოკატირებას, მკვიდრი მოსახლეობისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებებს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სისტემას, პროექტების მენეჯმენტსა და ფონდების მოძიებას მოიცავს. ჩვენ ასევე ვახორციელებთ რეტრიტ პროგრამებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის.
თქვენ შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ ჩვენს აქტივობებს, როგორც საჯარო შეხვედრებისას, ისე, რამდენიმე საჯარო ონლაინ პლატფორმაზე.
მხარდაჭერა მათთვის, ვისაც ეს სჭირდება, ჩვენი მთავარი ფილოსოფიაა.
ჩვენს უნარებსა და მრავალწლიან გამოცდილებას ყოველთვის ვაზიარებთ, სხვადასხვა მიმართულებით ვიყენებთ და ამავე დროს, ვცდილობთ, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა სხვა სპეციალისტებსაც მივცეთ.
ჩვენ გვჯერა, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობა ბევრი პრობლემის გადაჭრის საშუალებაა, ამიტომაც მრავალფეროვან ტრენინგებს, საჯარო ლექციებსა და ვორქშოფებს ვატარებთ.
კვლევა და ანგარიშების მომზადება ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
ცენტრი სისტემატურად უწევს კონსულტაციას საქართველოს ეთნიკურ უმცირესობათა ლიდერებს და ატარებს ტრენინგებს ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებისა და სათემო ორგანიზაციებისთვის. ვცდილობთ, გავაძლიეროთ მოწყვლადი ჯგუფები, რათა შეძლონ საკუთარი უფლებების უკეთ დაცვა.
გამგეობის თავმჯდომარე, იურისტი, ეთნიკურ უმცირესობათა საკითხების ექსპერტი, საქართველოში ეზიდური თემის ხელმძღვანელი
აღმასრულებელი დირექტორი
მრჩეველი ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით
კომუნიკაციების მენეჯერი
ფინანსური მენეჯერი
cpd.infodesk@gmail.com