ჩვენ შესახებ

ჩართულობის და განვითარების ცენტრი

8-წლიანი გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ქართველი, ამერიკელი და ევროპელი, სხვადასხვა პროფესიული გამოცდილების მქონე სამოქალაქო აქტივისტების, ექსპერტებისა და საჯარო პირების მიერ შეიქმნა და მისი მიზანი ტოლერანტობის, მოქალაქეობისა და მრავალფეროვნების საკითხებისადმი ახალი პოლიტიკისა და პრაქტიკული მიდგომის ძიება და ქართული სამოქალაქო საზოგადოების ადეკვატური განვითარების გამოწვევებთან გამკლავება იყო.

ჩართულობის და განვითარების ცენტრი ახალგაზრდებთან და უმცირესობებთან მუშაობს. ხელს უწყობს სამოქალაქო ინტეგრაციისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოწყვლადი ჯგუფების ჩართვას, ისევე, როგორც, საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას, სამოქალაქო კონსესუსის დონის ზრდის, მოწყვლად ჯგუფებში ადვოკატირების უნარების ჩამოყალიბებისა და ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის გზით. ცენტრის მუშაობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, უფლებადამცველთა დაცვაა.

ჩართულობის და განვითარების ცენტრი არის “სამოქალაქო სოლიდარობის პლატფორმის” ტელერანტობასა და არადისკრიმინაციულობის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრი. ცენტრი ასევე არის თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამუშაო ჯგუფისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრი. გარდა ამისა, ჩართულობის და განვითარების ცენტრი სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წევრიცაა.

Submission for the 3rd cycle of the Universal Periodic Review

Read our report on Neo-Nazis acting in Georgia:

ჩვენი აქტივობები

პროექტები, ღონისძიებები და აქტივობები:

Tbilisi Shelter City

2016 წლიდან, CPD მართავს დროებითი რელოკაციის პროგრამას რისკის ქვეშ მყოფი უფლებადამცველებისთვის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან. 6 წლის განმავლობაში, ჩვენი რეაბილიტაციის პროგრამით, ფსიქოლოგიური და სამედიცინო სერვისით, განათლებისა და ნეთვორქინგის შესაძლებლობებით 200-ზე მეტმა უფლებადამცველმა ისარგებლა. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც საფრთხის გამო სასწრაფო რელოკაციის საჭიროების მქონე, ისე, სამუშაოს გამო გამოფიტვისა და "გადაწვის" საფრთხის ქვეშ მყოფ უფლებადამცველებს.

არჩევნებზე დაკვირვება და მონიტორინგი

2017 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, CPD-მ განახორციელა უპრეცედენტო მოხალისეობრივი კამპანია #მევაკვირდები. ორგანიზაციამ 700 აპლიკანტიდან არჩევნების 300 დამკვირვებელი მოხალისე შეარჩია. შერჩეულ ადამიანებს 14 სხვადასხვა ტრენინგი ჩაუტარდათ, შემდეგ კი 205 დამკვირვებელი შეირჩა. 24 საათის განმავლობაში, ქოლ-ცენტრის 8 ოპერატორი უწყვეტად უწევდა დახმარებას დამკვირვებლებს, ეხმარებოდა მათ საარჩევნო პროცესის დარღვევების თავიდან აცილებაში და საჩივრების შედგენაში. 2018 წელს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით, პროექტის "აქტიური მოქალაქის სკოლა" ფარგლებში, СPD-მ ახალგაზრდები სხვადასხვა ტიპის არჩევნების მონიტორინგში დაატრენინგა.

Georgia: No Place for Hate

"ჩართულობის და განვითარების ცენტრი" აქტიურად იბრძვის ულტრამემაჯვენე ჯგუფებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ. კამპანიის Georgia: No Place for Hate ფარგლებში, ორგანიზაცია ატარებს კვლევებს, ახორციელებს საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელ პროექტებს. ჩვენ ასევე ვთავაზობთ ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას სიძულვილის დანაშაულის მსხვერპლებსა და მათი ოჯახის წევრებს. კამპანია 2018 წელს მოკლული ჩვენი კოლეგის, ვიტალი საფაროვის ხსოვნას ეძღვნება.

განათლება ახალგაზრდებისთვის

CPD-მ მოამზადა და განახორციელა 6 ბანაკი ბავშვებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. ბანაკები დაფუძნებული იყო ინტერაქტიული სწავლების მეთოდებზე და მათი მთავარი მიზანი ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების საკითხების წინ წამოწევა იყო. "ჩართულობის და განვითარების ცენტრი" ხშირად მუშაობას ბავშვებთან და ახალგაზრდებთან კონფლიქტური გარემოდან. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მათ ტრავმის განკურნებაში და შევთავაზოთ სტრესთან გამკლავების გზები. მიგვაჩნია, რომ ეს ბანაკები არის ახალგაზრდა ლიდერთა ჩამოყალიბების და ახალი თაობისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების შესახებ ცნობიერების გაზრდის ეფექტიანი გზა. თითოეული ბანაკის შემდეგ, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ბანაკის მონაწილეებთან ონლაინ საკომუნიკაციო ჯგუფების მეშვეობით და ვფასილიტირებთ სამოქალაქო აქტივიზმში მათ ჩართულობას.

ტრენინგები და კონსულტაციები

CPD-ს გუნდის წევრებს უფლებადამცველთათვის სხვადასხვა ტრენინგის ჩატარების დიდი გამოცდილება აქვთ, როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე. ჩვენი საქმიანობის მთავარი თემები ციფრულ და ფიზიკურ უსაფრთხოებას, ადვოკატირებას, მკვიდრი მოსახლეობისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებებს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სისტემას, პროექტების მენეჯმენტსა და ფონდების მოძიებას მოიცავს. ჩვენ ასევე ვახორციელებთ რეტრიტ პროგრამებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის.

ჩვენ ვმუშაობთ, რომ სამყარო უკეთეს ადგილას ვაქციოთ 🙂

ვურთიერთობთ

თქვენ შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ ჩვენს აქტივობებს, როგორც საჯარო შეხვედრებისას, ისე, რამდენიმე საჯარო ონლაინ პლატფორმაზე.

მხარს ვუჭერთ

მხარდაჭერა მათთვის, ვისაც ეს სჭირდება, ჩვენი მთავარი ფილოსოფიაა.

ვაზიარებთ გამოცდილებას

ჩვენს უნარებსა და მრავალწლიან გამოცდილებას ყოველთვის ვაზიარებთ, სხვადასხვა მიმართულებით ვიყენებთ და ამავე დროს, ვცდილობთ, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა სხვა სპეციალისტებსაც მივცეთ.

ვასწავლით

ჩვენ გვჯერა, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობა ბევრი პრობლემის გადაჭრის საშუალებაა, ამიტომაც მრავალფეროვან ტრენინგებს, საჯარო ლექციებსა და ვორქშოფებს ვატარებთ.

ვიკვლევთ

კვლევა და ანგარიშების მომზადება ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

ვაძლიერებთ

ცენტრი სისტემატურად უწევს კონსულტაციას საქართველოს ეთნიკურ უმცირესობათა ლიდერებს და ატარებს ტრენინგებს ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებისა და სათემო ორგანიზაციებისთვის. ვცდილობთ, გავაძლიეროთ მოწყვლადი ჯგუფები, რათა შეძლონ საკუთარი უფლებების უკეთ დაცვა.

ჩვენი გუნდი

გამგეობა:

აგიტ მირზოევი

გამგეობის თავმჯდომარე, იურისტი, ეთნიკურ უმცირესობათა საკითხების ექსპერტი, საქართველოში ეზიდური თემის ხელმძღვანელი

თანამშრომლები:

გიორგი მარჯანიშვილი

აღმასრულებელი დირექტორი

საშა დელემენჩუკ

მრჩეველი ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით

თამარ კაპანაძე

კომუნიკაციების მენეჯერი

სოფო ხუციშვილი

ფინანსური მენეჯერი

ჩვენი პარტნიორები:

კონტაქტები

გამოგვიგზავნეთ შეტყობინება და ჩვენ დაგიკავშირდებით

დაგვიკავშირდით
Email

cpd.infodesk@gmail.com